მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი იმედოვნებს, რომ უიღბლობის პერიოდი უკან მოიტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ კარიერის დასრულება მოუწიოს.
მიზეზი, კოჭის ქრონიკული ტრავმაა:
„ეს ძალიან რთული წელი იყო. მესამე ოპერაციის გაკეთებას არ დავთანხმდები, რადგან ამას ვერ გავუძლებ. კიდევ ერთი დაზინება იმის ნიშანი იქნება, რომ ჩემი ფეხი მზად არაა ამ ცხოვრებისთვის“, - თქვა კომანმა.
შეგახსენებთ, 22 წლის ფრანგმა 2018 წელს კოჭის პრობლემის გამო ოპერაცია ორჯერ გაუკეთდა და ლაზარეთში ხანგრძლივი პერიოდი გაატარა. კომანი მოედანს ცოტა ხნის წინ ბრემენის „ვერდერთან“ მატჩში დაუბრუნდა.