“იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი თად მაკფადენი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერ “ბარსელონას” დიდი ბრძოლა გაუმართა და საგარეო შეხვედრაში 73:77 დამარცხდა.
მატჩში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტენერიფელებმა 7:20 წააგეს. მაკფადენი სასტარტო ხუთეულში იყო და 31:09 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
თადმა 2-დან 1 ორქულიანი და 11-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფეს” 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, შინ, თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.