ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ არ დაბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ლეონარდომ გაავრცელა. ბრაზილიელის განცხადებით, შვედის დაბრუნება ლამაზი ისტორია იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდება.
„იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ არ დაბრუნდება. ეს ლამაზი ისტორია იქნებოდა, მაგრამ არ მოხდება, ლოს ანჯელესში რჩება. ჩვენ მართლაც ვფიქრობდით მასზე და ისიც ჩვენთან გამოდსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტრანსფერი არ შედგება.
ამ გუნდს გამოცდილი ნახევარმცველი და ალბათ, ერთი თავდამსხმელიც სჭირდება. ამიტომ, იანვარში ორი ფეხბურთელის შეძენას ვგეგმავთ. ფაბრეგასი? - ვნახოთ“, - აღნიშნა ლეონარდომ.
აქვე გეტყვით, რომ „ტორინოსთან“ შეხვედრას დაესწრო ლუკას პაკეტა, რომელიც „როსონერის“ იანვრიდან ოფიციალურად შეუერთდება.