„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ჩელსისთან“ (0:2) დამარცხებაში შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა.
გარდა ამისა, ესპანელი მიიჩნევს, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონობობის რეალური შანსი აქვს:
„ჯერ მხოლოდ დეკემბერია, შესაბამისად, ტიტულის მოგება ნებისმიერ გუნდს შეუძლია. შეიძლება თუ არა „ლივერპული“ ჩემპიონი გახდეს? დიახ. იგივეს ვიტყოდი „ტოტენჰემზე“, „ჩელსიზე“ და „არსენალზე“.
ყველა გუნდს შეუძლია ერთი თამაში წააგო. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, სახიფათო მომენტები შევქმენით და ამიტომ, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ 16 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 1 ქულით ჩამორჩება.