ფეხბურთი

18:26 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გვეგონა, რომ მოვკვდით" - როგორ გადაურჩა ინგლისის ნაკრები ავიაკატასტროფას

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი რიო ფერდიდანდი იხსენებს, რომ ინგლისის ნაკრების თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, ლაინერზე მყოფ ყველა ადამიანს ეგონა, რომ მათი სიცოცხლე სრულდებოდა.

საუბარი 2006 წელზე, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი პორტუგალიასთან დამარცხდა და გერმანიიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.

„ეს იყო ყველაზე ცუდი ფრენა, რომლის წარმოდგენაც შეიძლება. საშინელება გახლდათ, ყველას გვეგონა, რომ უკვე მკვდრები ვიყავით და ვტიროდით. მე რუნისთან და ჯერარდთან ახლოს ვიჯექი. იქვე იყვნენ მათი მეუღლეები და ყველანი ვყვიროდით. არავინ იცოდა რა ხდებოდა“, - თქვა ფერდინანდმა.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა და მშვიდობიანად დაფრენა მოახერხა.

0.119817