უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა. მე-17 ტურში „პუშკაშ აკადემიამ“ „პაკშის“ უმასპინძლა და მარცხს ბოლოსკენ გადაურჩა.
არაბულმა მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში - 1:1 დააფიქსირა.
24 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა (14 მატჩში). „პუშკაშ აკადემია“ კი 17 ტურის თავზე 18 ქულით მეცხრე ადგილზეა.