სხვა

17:30 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართულმა წყვილმა ძალები გრან-პრის ფინალში სცადა

ქართულმა წყვილმა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის სერიის ფინალურ ეტაპში, რომელსაც კანადის ქალაქ ვანკუვერმა უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ დასკვნით შეჯიბრში სეზონის მიხედვით ყველა ყველა კატეგორიაში ექვს-ექვსი საუკეთესო იღებდა, ამდენად, ქართველთა ფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატება გახლდათ.

იუნიორთა ქართულმა წყვილმა ძალები ჯერ რითმულ ცეკვაში სცადა, შემდეგ კი, თავისუფალ ცეკვაში, ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავა და ცხადია, ჯამურადაც მე-6 გახლდათ.

რევიამა და კაზაკოვამ პირველ დღეს 57.51 ქულა მიიღეს, მეორე პროგრამისთვის 91.25 ქულა დაიმსახურეს, ჩვენებურთა საბოლოო მონაგარი კი 148.76 ქულა იყო.

შეჯიბრის გამარჯვებული შევჩენკოსა და ერიომენკოს წყვილი გახდა, რომელმაც 170.66 ქულა მიითვალა და მე-2 რუსულ დუეტს (უშაკოვა-ნეკრასოვი) მხოლოდ 0.01 (!) ქულით აჯობა. ბრინჯაოს მედლები ასევე რუსებს (ხუდაიბერდიევა-ნაზაროვი) ერგოთ.

0.121404