ფეხბურთი

0:50 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის დუბლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მერებაშვილმა. საქართველოს ნაკრების შემტევმა „ვისლა“ გასვლით მატჩში „კორონასთან“ მარცხისგან იხსნა.

პლოცკელები აღნიშნულ შეხვედრას ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ორჯერვე გიორგიმ მოახერხა გათანაბრება და საკუთარ გუნდს პირადად მოუტანა ქულა - 2:2.

მე-17 წუთზე ქართველმა შემტევმა თავური დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი და 1:1 გახადა ანგარიში, ხოლო მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე, ულამაზესი გოლი გაიტანა - ბურთი საჯარიმოში მიიღო და მეკარეს შორეულ მაღალ კუთხეში გაუტანა. მართლაც, კარგი გოლი გამოვიდა. შედეგად, ფრე - 2:2.

32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მე-16 თამში ჩაატარა და 4 გატანილი გოლი დაუგროვდა. „ვისლას“ კი 19 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

0.119631