ჟოზე მოურინიოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება და კლუბი მისი საქმიანობით კმაყოფილია. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.
"გავრცელდა ჭორები, რომლის თანახმადაც მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჟოზე კლუბში ბედნიერია და კლუბი მისი საქმიანობით კმაყოფილია." - ციტირებს Sky sports-ი მენდეშის სიტყვებს.
მოურინიოს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ჟოზე "რეალში" 2010-13 წლებში მუშაობდა და "სამეფო კლუბი" ესპანეთის ჩემპიონი 2011/12 წლების სეზონში გახდა.