კალათბურთი

10:53 | 7.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხოშტარია: უნდა მოვუმატოთ

"დინამოს" ვარჯიშზე გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია ყველას თანაბარ ყურადღებას უთმობს. კომუნიკაბელური, მომთხოვნი სპეციალისტი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ფინალი "დინამოს".

დღეს გუნდი ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ახალი ლეგიონერებით და ძველი მოტივაციით.

ირაკლი ხოშტარია: "მინდა, რომ ყველა მოთამაშემ გაითავისოს, რას ნიშნავს "დინამოში" თამაში. ეს არ არის ჩვეულებრივი გუნდი. ეს არის ყველასთვის საოცნებო გუნდი, სადაც თუ დაგიძახეს, ეს შენთვის დიდი პატივი, განსაკუთრებული გამოწვევა უნდა იყოს. გადახედეთ ისტორიას, რამდენი ლეგენდა იყო "დინამოს" წევრი."

მძიმე სტარტზე.
ი.ხ: "ჩემპიონატი უფრო კომპაქტურია, მხოლოდ ორი წრე გვექნება. შესაბამისად, გვაქვს შეცდომის დაშვების ნაკლები უფლება. თუ შარშან, ოთხწრიანი ჩემპიონატის დროს მწვრთნელებს ექსპერიმენტის ჩატარების დრო გვქონდა, წელს ეს ნაკლებად იქნება მოსალოდნელი. მოსაგებია ყველაფერი. წარუმატებელმა სერიამ შეიძლება, მოუგვარებელი პრობლემები შექმნას."

არსებულ კონტინგეტნზე.
ი.ხ: "მებრძოლი გუნდი გვყავს. და ამ გუნდმა უნდა დაიცვას ტიტული. ბიჭებს ამას ვუხსნი. მინდა, რომ "დინამო" მათი ოცნების გუნდი იყოს. ვხედავ, რომ ისინი მონდომებულები არიან, მაგრამ მაინც მეტი არის საჭირო."

0.114401