ეკვადორის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბი ანტონიო ვალენსია კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც The Sun-ი იუწყება, სამხრეთამერიკელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს უმთავრდება და ლონდონურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ანტონიოს მიმდინარე სეზონში "წითელი ეშმაკების" რიგებში თამაში არ უწევს. ვალენსიამ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეკვადორელი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2009 წელს "უიგანიდან" გადავიდა და პრემიერლიგის ჩემპიონი ორჯერ გახდა.