იტალიურ „მილანს“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის შეძენა უნდა. იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად ესპანელი ფეხბურთელია, რომელსაც უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ვიდრე ინგლისში აქვს.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერი“ მზადაა ფაბრეგასს 2.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს. საგულისხმოა, რომ „არისტოკრატები“ პირინელის სანაცვლოდ იანვარში 12 მილიონ ევროს ითხოვენ.
მაგრამ თუ „მილანი“ ზაფხულამდე მოიცდის, მაშინ უფასოდ შეძლებს ფეხბურთელის შეძენას, რადგან „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2019 წლის ივნისში ეწურება.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ესპანელმა მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო.