იტალიური „მილანის“ ყოფილი სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ „როსონერისთან“ ძალიან ახლოს იყო. მისი თქმით, ყველაფერი შეთანხებული გახლდათ, მაგრამ ბოლო მომენტში „მილანმა“ ტრანსფერი დაბლოკა.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიდი შანსი იყო რონალდუ ახლა „მილანში“ ეთამაშა. ყველაფერი შეთანხმებული გახლდათ. კრიშტიანუ მზად იყო ევროპა ლიგაზე სათამაშოდ და გვითხრა: ევროპა ლიგა არ მომიგია და მოვიგებ.
მერე კი ფასონემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ყველაფერი დაბლოკა. გარდა ამისა, ახლოს ვიყავით ობამეიანგის ტრანსფერთან, „დორტმუნდთან“ ყველაფერი შევათანხმეთ, მაგრამ შემდეგ სიტუაციაში მამამისი ჩაერია“, - თქვა მირაბელიმ.
აქვე გეტყვით, რომ საუბარია 2017 წლის ზაფხულზე. რონალდუ საბოლოოდ იტალიაში მაინც აღმოჩნდა, ოღონდ არა „მილანის“, არამედ „იუვენტუსის“ რიგებში და სერია A-ში 14 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.