იტალიურ „მილანს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. როგორც ლომბარდიული გუნდი იტყობინება, ხსენებულ პოსტზე ივან გაზიდისი იმუშავებს.
სამხრეთ აფრიკელმა „მილანთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ეს არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ გუნდის ახალ მფლობელებს სერიოზული მიზმები აქვთ და გრძელვადიანი პერსპექტივაში წარმატების მიღწევა უნდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
54 წლის ივან გაზიდისი აქამდე ლონდონის „არსენალში“ მუშაობდა და სახელიც „მეთოფეთა“ რიგებში გაითქვა.