ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ევროპაში უძლიერესია, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის მატჩებზე არაერთი მოთამაშე ჰყავდა წარგზავნილი.
ლიგა ენდესას ოფიციალური ვებ-გვერდი საკვალიფიკაციო ეტაპის გასულ შეხვედრებს სპეციალური წერილით გამოეხმაურა და პირველი ქვეთავი საქართველოს ნაკრებს დაუთმო.
ეს, გასაკვირი არ ყოფილა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული ნაკრებებიდან ესპანური ლიგის ყველაზე მეტი – 3 წარმომადგენელი სწორედ საქართველოს ჰყავდა.
საქართველო
გიორგი შერმადინი (“უნიკახა”): “მალაგელთა ცენტრი ისრაელთან მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო. შერმადინმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 16-ს გაუტოლდა. სწორედ გიორგიმ ჩააგდო ბოლო წამზე ორქულიანი, რომელმაც ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილ ნაკრებს გამარჯვება მოუტანა”.
თად მაკფადენი (“იბეროსტარ ტენერიფე”): “ამერიკელმა კალათბურთელმა, რომელსაც ქართული პასპორტი გააჩნია, მოგებაში ასევე დიდი როლი ითამაშა. ზედ საფინალო სირენის წინ, სწორედ მან მისცა პასი ფარქვეშ მყოფ შერმადინს. საბოლოო ჯამში, მაკფადენის მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი იყო”.
ბექა ბურჯანაძე (“გიპუზკოა ბასკეტი”): “სან სებასტიანელთა მძიმე ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა, თუმცა, საქართველოს ნაკრებისთვის დიდი სარგებლის მოტანა მოახერხა. ბექამ გუნდს 6 ქულა და 5 მოხსნა შეაშველა”.
აქვე ესპანური ლიგის სხვა კალათბურთელებზეც ვთქვათ, რომელაც სანაკრებო ფანჯარაში მონაწილეობა მიიღეს.
ისრაელი: შონ დოუსონი (“ხუვენტუტი”)
საფრანგეთი: მატიას ლესორტი (”უნიკახა”), ენდრიუ ალბისი (“მორაბანკ ანდორა”)
ბოსნია-ჰერცეგოვინა: ემირ სულეიმანოვიჩი (“ბრეიგანი”)
ფინეთი: სასუ სალინი (“უნიკახა”)
გერმანია: ანდრეას ობსტი (“ობრადოირო”)
სერბეთი: დრაგან მილოსავლიევიჩი (“უნიკახა”)
პუერტო რიკო: გიან კლაველი (“ესტუნდიანტესი”)
ურუგვაი: ბრუნო ფიტიპალდი (“სან პაბლო ბურგოსი”)
არგენტინა: ნიკოლას ლაროვიტოლა (“ხუვენტუტი”), ნიკოლას ბრუსინო (“იბეროსტარ ტენერიფე”), მარკოს დელია (“მურსია”), ლუსიო რედივო (“ბრეოგანი”)
ბრაზილია: რაფა ლუზი (“მორაბანკ ანდორა”)
კანადა: კაილ ვილჯერი (“უნიკახა”), ქონორ მორგანი (“ხუვენტუტი”)