ფეხბურთი

14:10 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბონისი ლიტვის საუკეთესო კალათბურთელია

2018 წლის ლიტვის საუკეთესო კალათბურთელი ლეგენდარული არვიდას საბონისის შვილი დომანტასი გახდა.

ამ ჯილდოსთან დაკავშირებით მცირე კომენტარი არვიდას საბონისმა გააკეთა.

„ერთხელ ვთქვი, თუ ჩემი ვაჟიდან ერთ-ერთი მაინც ითამაშებს კალათბურთს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ახლა ჩემი შვილის გამო ჯილდო უნდა ავიღო, რას მოვესწარი. ვუსურვებ ჯანმრთელობას. სხვა დანარჩენი დროსთან ერთად მოვა“- განაცხადა არვიდას საბონისმა.

22 წლის დომანტას საბონისი „ინდიანა პეისერსის“ ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში კი საშუალოდ ერთ მატჩში 11.6 ქულას, 7.7 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა.

0.116774