სხვა

18:00 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოციგურავის წარმატება ანდორაში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით გამართულ ღია თასზე, სადაც ერთეულებისა და სპორტული წყვილების კატეგორიაში სენიორები, იუნიორები და შუალედური ნოვისები ასპარეზობდნენ, წარმატებას მიაღწია ანადეა გულბიანი შმიდტმა.

ქართველი მოციგურავე ჩვენს ქვეყანას იუნიორთა სეგმენტში წარმოადგენდა, სადაც კონკურენცია კიდევ 15 გოგონასთან უწევდა.
საინტერესოა, რომ გულბიანი-შმიდტი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 იყო, თავისუფალ პროგრამაში კი 81.65 ქულა მოაგროვა და ყველას აჯობა.
საერთო ჯამში, ქართველმა სპორტსმენმა 118.06 ქულა მიითვალა, მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ესპანელ მარიან მილარესს ჩამორჩა.
ვთქვათ ისიც, რომ ანადეა ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს წარმოადგენდა, მისი მწვრთელი კი ლელა ჩოფიკაშვილი გახლავთ.

0.176924