იტალიაში ტრადიციულად გასული სეზონი შეაჯამეს და გალა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მილანის „ინტერის“ მეგოლე მაურო იკარდი გახდა, ხოლო საუკეთესო გუნდი - ტურინის „იუვენტუსი“.
შედეგები ასეთია:
საუკეთესო ფეხბურთელი: მაურო იკარდი („ინტერი“)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალია გუანი („ფიორენტინა“)
საუკეთესო მეკარე: ალისონი („რომა“/“ლივერპული“)
საუკეთესო მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“)
საუკეთესო მსაჯი: ჯანლუკა როკი
სერია B-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: სანდრო ტონალი („ბრეშა“)
საუკეთესო გუნდი: „იუვენტუსი“
საუკეთესო გოლი: მაურო იკარდი („სამპდორია“ – „ინტერის“ მატჩი)
სეზონის სიმბოლური ნაკრები (4-3-1-2) : ალისონი; კანსელუ, კიელინი, კულიბალი, ალექს სანდრო; ნაინგოლანი, პიანიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი; დიბალა; იკარდი, იმმობილე