ფეხბურთი

3:19 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" არ ნებდება

იტალიის სერია A-ს XIV ტური ბერგამოში დასრულდა, სადაც „ატალანტამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა. კარლო ანჩელოტის ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა, რადგან „იუვენტუსი“ ისედაც ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს და ქულების დაკარგვა, პრაქტიკულად საჩემპიონო ამბიციის დაკარგვას გაუტოლდებოდა.

„ნაპოლი“ ახლოს იყო ამასთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წუთზე ესპანელმა ფაბიან რუისმა სტუმრები დააწინაურა, ბერგამოელებს არაფერი დაუთმიათ მოწინააღდეგისთვის. მეორე ტაიმის სტარტზე კი ნეაპოლელთა დაცვა ჩავარდა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა დუვან ძაპატამ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1.

მატჩიც ასეთი დასასრულისკენ მიდიოდა. კამპანიელებს ძალზე უჭირდატ სახიფათო იერიშიც მიტანა „ატალანტას“ კართან, მაგრამ 82-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ საქმეში არკადიუშ მილიკი ჩართო. სწორედ პოლონელი გახდა მატჩის გმირი და 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლიმ“ მოიგო და „იუვენტუსთან“ 8-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. აი, მესამეადგილოსან „ინტერს“ კი 3 ქულით გაასწრო.

„ატალანტა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)

ბერგამო, „ატლეტი აძური“

„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; მანჩინი (ტუმინელო 89), პალომინო, მაზიელო; ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; გომესი; რიგონი (ვალძანია 71), ძაპატა

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„ნაპოლი“ (4-4-2): ოსპინა; მაკსიმოვიჩი (ჰისაი 78), ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი (ზიელინსკი 77); მერტენსი (მილიკი 82), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (2), 1:1 ძაპატა (56), 1:2 მილიკი (85)

გაფრთხილება: მაზიელო (61) - ალანი (14), მარიო რუი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 12:6 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
0.105223