ფეხბურთი

21:20 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დაშავდა. დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა თანაქალაქელ „ოლიმპიკთან“ მატჩის მე-14 წუთზე დეგტიარევთან ბრძოლაში მუხლის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ქართველმა მცველმა სცადა თამაშში დარჩენა, მაგრამ 27-ე წუთზე მოედნის დატოვება იძულებით მაინც მოუწია. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება.

შეგახსენებთ, ხოჭოლავა მიმდინარე სეზონში ხშირად ხვდება დონბასელთა სასტარტო შემადგენლობაში. უკრაინის პრემიერლიგაში 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა.

0.138249