კალათბურთი

14:20 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 10 ქულა “ლუისვილთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” მორიგი მატჩი ჩაატარა და “ლუისვილთან” 65:70 წააგო, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა.

სანდრომ აღნიშნულ დროში 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 10 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება წაამატა.

მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 4 დეკემბერს ელის, როდესაც ძალებს “ნიუ ჰემპშირთან” მოსინჯავს.

0.136259