ფეხბურთი

20:50 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრებს ბერჰალტერი გაწვრთნის

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გრეგ ბერჰალტერი გახდება. როგორც New York Times-ი იუწყება, აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გრეგს ოფიციალურად წარადგენს.

ბერჰალტერი ამჟამად "კოლუმბუს ქრიუს" მთავარი მწვრთნელია, თუმცა პოსტს დატოვებს და აშშ-ს ნაკრების გაწვრთნას შეუდგება. ასევე ცნობილია, რომ გრეგს გუნდს 2022 წლამდე ჩააბარებენ.

ბერჰალტერმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ ითამაშა. კარიერის დასრულების შემდეგ 2011 წლიდან 2013 წლამდე "ჰამარბის" წვრთნიდა, ხოლო მას შემდეგ "კოლუმბუსს" უდგას სათავეში.

0.148819