ფეხბურთი

13:15 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის ოცნების გუნდი

"ლოს ანჯელეს გალაქსის" შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოცნების გუნდი დაასახელა. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ზლატანმა საკუთარი თავი დაასახელა. ასევე, იბრაჰიმოვიჩმა სათადარიგო ფეხბურთელებიც შეარჩია.

ზლატანის მიერ ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებული ფოტოს მიხედვით, იბრაჰიმოვიჩის ოცნების გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

ჯანლუიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, მაქსველი, პატრიკ ვიეირა, ჩავი, პაველ ნედვედი, ლიონელ მესი, რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

სათადარიგოები: ჟულიო სეზარი, ანდრეს ინიესტა, ფაბიო კანავარო, ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი

0.115498