ფეხბურთი

17:30 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი 103 მილიონად არ იყიდება

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ სენეგალელი მცველის კალიდუ კლუბალის ყიდვას სცდილობს, მაგრამ იტალიური გუნდი წამყვან ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „წითელმა ეშმაკებმა“ ნეაპოლელებს კონკრეტული წინადადებით მიმართეს, რაც 103 მილიონ ევროს შეიცავდა, მაგრამ მიუხედავად სოლიდური თანხისა, უარი მიიღეს.

აურელიო დე ლაურენტისი აფრიკელი მცველის გაყიდვას ხსენებულ ფასად არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კალიდუ კულიბალი 2014 წლის ზაფხულში ბელგიური „გენკიდან“ 8 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.119874