ფეხბურთი

15:18 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დავიდ ვილა იაპონიაში ითამაშებს

ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილა კარიერის იაპონიის J ლიგის ბინადარ „ვისელ კობეში“ გააგრძელებს. როგოროც აზიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა ფორვარდმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

ვილა „ვისელ კობეში“ ანდრეს ინიესტასთან ერტად გაირჯება, რომლის თანაგუნდელი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებშიც იყო. გარდა ამისა, იაპონური გუნდის ღირსებას კიდევ ცნობილი ფეხბურთელი, გერმანელი ლუკას პოდოლსკიც იცავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინიესტასა და პოდოლსკის შემდეგ ვილაც დაეხმარება „ვისელ კობეს“ აზიის საუკეთესო გუნდად გახდომაში.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილა ბოლო წლების განმავლობაში ამერიკული „ნიუ-იორკ სიტის“ ღირსებას იცავდა, თუმცა გუნდი ორი დღის წინ დატოვა.

0.12137