მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე კლუბში ცვლილებებს ააანონსებს. „კალეს“ განცხადებით, „ბაიერნი“ ახლა რეკონსტრუქციის გზაზეა და საბოლოო სახეს ზაფხულში მიიღებს.
„ყოველწელს ჩემპიონები ვერ გავხდებით, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად გვინდა ბუნდესლიგის მოგება. სიტყვა „დანებება“ ჩვენთვის არ არსებობს.
კოვაჩი? ჩემი აზრით, ის ძალიან თავაზიანი ადამიანია. მინდა, რომ „ბაიერნის“ მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში იყოს. ახლა, „ბაიერნი“ კონკურენტუნაირიანი გუნდია, მაგრამ რეკონსტრუქციის გზაზეა და სახეს ზაფხულში სრულად შეიცვლის“, - განაცხადა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „დორტმუნდს“ 9 ქულით ჩამორჩება. როგორც გერმანული მედია წერს, ზაფხულში მიუნხენურ გიგანტს 7 ფეხბურთელი, მათ შორის, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი დატოვებენ.