კალათბურთი

21:47 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ესტონეთს ამარცხებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამ წუთებში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ესტონეთის ნაკრებს უპირისპირდება. შეხვედრა ტალინში, „საკუ არენაზე“ იმართება და ილიას ზუროსის გუნდი იგებს.

პირველი ტაიმის შემდეგ ქართველთა უპირატესობა აშკარაა და ეს ანგარიშშიც აისახა - 41:32. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ორივე მეოთხედი მოუგო და თავისი უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ თითქმის არ დაუყენებია.

საუკეთესოა გიორგი შერმადინი, რომელმაც უკვე მოასწრო 15 ქულით დაგროვება. ურიგოდ არც თად მაკფადენი და გოგა ბითაძე ირჯებიან, რომლებმაც შესაბამისად, 9 და 8 ქულა მოუტანეს გუნდს.

მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

ესტონეთი - საქართველო 32:41 (19:22, 13:19)

შერმადინი 15 ქულა, ბითაძე 8ქ, მაკფადენი 9ქ.

0.131519