სხვა

0:57 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მშვიდობის ჩირაღდნის" ესტაფეტა 12 მაისს დაიწყება

II ევროპული თამაშების ჩირაღდანი 2019 წლის 3 მაისს რომში დაინთება, სადაც ესტაფეტა სტარტს აიღებს და გამემგზავრება მასპინძელ ქვეყანაში.

11 მაისს „მშვიდობის ჩირაღდანი" ბელორუსს ეწვევა და მისი მოგზაურობა ქვეყნის მასშტაბით 12 მაისს ბრესტიდან დაიწყება.

თითოეულ რეგიონში ესტაფეტა 6 დღეს გასტანს, მთლიანებაში კი 50 დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 450 მეჩირაღდნე - სპორტის, კულტურის, მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და გულშემატკივრები.

ჩირაღდნის 50-დღიანი მოგზაურობა დასრულდება 2019 წლის 21 ივნისს, II ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

II ევროპული თამაშების ჩირაღდანის პრეზენტაცია დაგეგმილია 2019 წლის იანვარში.

II ევროპული თამაშები 21-30 ივნისს ბელორუსის დედაქალაქი მინსკში გაიმართება. მონაწილეობას მიიღებს კონტინენტის 50 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი. სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინაში გათამაშდება მედლების 200 კომპლექტი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119283