მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს. ლეგენდარული სპეციალისტის თქმით, უცნაურია, რომ არგენტინელი სამეულშიც არ იქნება.
„ჩემთვის გასაკვირია, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ სამუელში არ იქნება. ვიფქრობ, ეს ძალიან უცნაურია.
ლა ლიგა? - მიხარია, რომ კონკურენცია გაზარდა. მხოლოდ „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ აღარაა, არამედ „სევილიას“, „ესპანიოლი“ და „ალავესიც: კონკურენტუნაირიანი გუნდები არიან“, - განაცხადა დელ ბოსკემ.
Marca-ს ცნობით, „ოქროს ბურთს“ ლუკა მოდრიჩი მოიგებს, ხოლო სამეულში იქნებიან კრიშტიანუ რონალდუ და ანტუან გრიზმანი. აქვე გეტყვით, რომ France Football-ი გამარჯვებულს 3 დეკემბერს დაასახელებს.