MLS-ის კლუბი, „ფილადელფია იუნიონი“ ფრანგული „ნიცას“ შემტევის, მარიო ბალოტელის შეძენით ყოფილა დაინტერესებული, გვამცნობს Brotherly Game. 28 წლის იტალიელს, ახლანდელ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. სატრანსფერო თანხა კი, 5-დან 6,5 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
ბალოტელი „ნიცაში“ 2016 წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან „არწივების“ მაისურით 74 მატჩში 43 გოლი გაიტანა. იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, „ბალო“ „სკუადრა აძურაში“ დააბრუნა.