ნბა-ში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი 37 წლის კაილ კორვერი ოფიციალურად „იუტა ჯაზის“ კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „იუტამ“ და „კლივლენდმა“ მოთამაშეები გაცვალეს. „კავალიერსმა“ კორვერის სანაცვლოდ ალექს ბარკსი და დრაფტის ორი პიკი მიიღო.
კორვერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 6.8 ქულას და 1.8 მოხსნას აგროვებს.
კორვერს კარიერის მანძილზე ნბა-ში 2238 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მეოთხე შედეგია.