ფეხბურთი

18:05 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-ს ქომაგებმა სუარესები ვერ გაარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ბარსელონამ“ პსვ ეინდჰოვენი სტუმრად 2:1 დაამარცხა, თუმცა ლუის სუარესის გარეშე. ურუგვაელ ფეხბურთელს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, მაგრამ ჰოლანდიელმა ფანებმა მაინც დაუსტვინეს.

უფრო სწორად, პსვ-ს გულშემატკივრებს ეგონათ, რომ „ელ პისტოლეროს“ უსტვნდნენ, მაგრამ ასე არ იყო. შეხვედრის მე-80 წუთზე მოედანზე დენის სუარესი გამოჩნდა, რომელსაც პუბლიკა სტვენით შეხვდა. რა თქმა უნდა, ესპანელს ჰოლანდიელი ფანები არაფერს ერჩოდნენ, უბრალოდ გვარმა პუბლიკა შეცდომაში შეიყვანა, დენისი ლუისი ეგონათ.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი წლების განმავლობაში პსვ ეინდჰოვენის მეტრის, ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მეგოლე იყო.

0.118535