ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენთან“ წაგების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლო ტურის შეხვედრა „ნაპოლისთან,“ ფინალის ტოლფასი იქნება.
„მატჩი ისე დაიწყო, როგორც ვვარაუდობდით. ინტენსიურად და ცოცხლად. პსჟ-მ ორგანიზებაში გვაჯობა და ორჯერ გაგვიტანა, რაც ერთობ უსიამოვნო იყო. შემდეგ თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. დიდი ძალები დავხარჯეთ და ბოლო წუთებამდე გარკვეული არაფერი იყო.
მეორე ტაიმში მეტოქე კარგად გადაეწყო, მოედნის ცენტრში არსებული სივრცეები ამოავსო. ჩვენ კი საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებდით.
ახლა, „ნაპოლისთან“ განსაკუთრებული მატჩი გველის. თუ კარგად ვითამაშებთ, დავიმსახურებთ პლეი ოფის საგზურს. თუ არა - ესე იგი, არა.
11 დეკემბერს „ენფილდზე“ ნამდვილი ფინალი გვექნება.“ - უთხრა კლოპმა უეფას ოფიციალურ გვერდს.
ბოლო ტურის წინ, С ჯგუფში, 9 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს, 8 ქულიანი პსჟ - მეორეა, „ლივერპული“ 6 ქულით მესამე ადგილზე დგას. ბოლოზე კი 4 ქულიანი „ცრვენა ზვეზდაა.“