ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი ფეხბურთელია. ნეიმარმა „ლივერპულს“ გაუტანა და ეს აღმოჩნდა მისთვის 31-ე გოლი უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში.
აქამდე, რეკორდსმენი რიკარდო კაკა იყო 30 გოლით, თუმცა ნეიმარმა მისი შედეგი გააუმჯობესა. აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილზე რივალდოა, რომელსაც 27 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი.
შეგახსენებთ, პსჟ-მ „ლივერპული“ 2:1 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.