ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელები კილიან მბაპე და ნეიმარი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ითამაშებენ. აღნიშნული ინფორმაცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა დაადასტურა. გერმანელის თქმით, ორივე ფეხბურთელი მზადაა:
„ნეიმარი მბაპე? - ყველაფერი კარგადაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და პრობლემები არაა. ჯანსაღად არიან, ტრავმის რისკი არ არსებობს და შესაბამისად, ითამაშებენ“, - განაცხადა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ მბაპე და ნეიმარი ერთი კვირის წინ, სანაკრებო მატჩების დროს დაშავდნენ, თუმცა როგორც ჩანს, გამოჯანმრთელება მოასწრეს.
პსჟ-სა და „ლივერპულის“ მატჩი 28 ნოემბერს გაიმართება და ამ შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.