ჩოგბურთი

19:45 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ერთეულთა ტურნირს შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ერთეულთა შეჯიბრის კვალად, წყვილებშიც ჩაერთო, თუმცა, წარუმატებლობა შეემთხვა.

ბოლქვაძე და უზბეკი ალბინა ხაბიბულინა მე-3 ნომრად განთესილ მონტენეგროულ-რუსულ დუეტს (ვესელინოვიჩი-იაშინა) გაეჯიბრნენ და 6:7 (2:7), 4:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძემ კვალიფიკაცია დასძლია, ძირითად ბადეშიც იმარჯვა და მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ სლოვენიელ ტამარა ზიდანსეკთან ჭიდილი ელის.

0.117088