საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარის მთავრობის თავმდჯომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისთვის ბეტონის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაწყებულია ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვა. პარალელურად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობას, სტადიონის კედლების მონტაჟს და ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობას ელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სი ემ სი“ ახორციელებს. სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.