საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ ეთიკის კომიტეტთან ერთად დააკმაყოფილა ქუვეითის შეიხის აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბაჰის გადაწყვეტილება. მან ითხოვა დატოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც 2012 წლიდან ეკავა. შეიხი აჰმადი დროებით ჩამოშორდება თავისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებას.
IOC ასევე მიუთითებს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და აღნიშნავს, რომ შეიხმა აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბაჰმა ოლიმპიური მოძრაობის მიმართ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ANOC-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია კუვეიტის მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ყალბი ვიდეორგოლების დამზადებაში. ამავე მიზეზით, აჰმად ალ-ფაჰად ალ-საბაჰმა გამოძიების დასრულებამდე დროებით დატოვა ოლიმპიური სოლიდარობის IOC-ის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და დროებით შეუჩერდა IOC-ის წევრობა.
გავრცელებული ცნობის თანახმად, ANOC-ის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ნოემბრის ბოლოსთვის იყო ჩანიშნული, გადაიდო.
მოსალოდნელია, რომ ANOC-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩევენ ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტ რობინ მიტჩელს, რომელიც ANOC-ს დროებით ჩაუდგება სათავეში.
www.geonoc.org.ge