ფეხბურთი

23:50 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის სიმბოლური ნაკრები

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა - „მე ვარ ფეხბურთი“. სწორედ ამ წიგნში ზლატანმა სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელთა გვერდითაც უთამაშია.

ზლატანმა 17 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაგან 11-ს სასტარტოში მოუძებნა ადგილი, ხოლო ექვსი სათადარიგო სკამზე გაამწესა.

ზლატანის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

ჯანლუიჯი ბუფონი

„იუვენტუსში“ ჩემს პირველ ვარჯიშზე მასთან დაპირისპირება მომიწია. კაპელომ გამოცდის მოწყობა გადაწყვიტა, მთელი დაცვა გავიარე, მაგამ ბუფონს გადავაწყდი. ყველაზე ძლიერი მეკარე მსოფლიოში, მისი დაჯაბნა პრაქტიკულად შეუძლებელი მისია იყო“.

ლილიან ტურამი

„არ იყო გიგანტი, მაგრამ მყარი მარმარილო. მისთვის ყოველი ვარჯიში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალივით გახლდათ. მეუბნებოდა: „იბრა ახალგაზრდა და სულელი ხარ, მაგრამ ისწავლი“.

ტიაგო სილვა

„ყველაზე სრულყოფილი მცველი, რომელთანაც მითამაშია. დაცვის იბრა იყო. არ მეშინოდა უკან მოხედვის, რადგან ვიცოდი, რომ ის ყველაფერს გამაოსწორებდა“.

ალესანდრო ნესტა

„ტიაგო სილვას მასწავლებელი. სრულყოფილი ტექნიკურ და ფსოქოლოგიურ ასპექტში, ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტით. თამაშის დროს ყველა მისი გადაწყვეტილება სწორი იყო“.

მაქსველი

„მაქსველის ისტორია ყველამ იცის. ჩვენ ბევრგან ვითამაშეთ ერთად და ახლაც მეგობრები ვართ. ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. საუცხოო ტექნიკით“.

პატრიკ ვიეირა

„პატრიკმა უკეთესი ფეხბურთელი მაჩვენა. ის ვირივით მუშაობდა. მან ჩემს თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა“.

ჩავი

„ბარსელონაში „მისტერ პერფექტს“ ვუძახდით. არასდროს ცდებოდა. ხანდახან, გრძელ პასს თუ გავაკეთებდი, მეუბნებოდა: არა, არა ბურთი მე მომეცი“.

პაველ ნედვედი

„მანქანა, სამაგალითო ვარჯიშებზე. ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ ყველაფერს აკეთებდა, მარტო რჩებოდა და ვარჯიშს აგრძელებდა. ასეთი სერიოზული პროფესიონალი არასდროს მინახავს. „ოქროს ბურთით“ მისი მძიმე შრომა დაფასდა“.

ლიონელ მესი

„ფლეისთეიშენის“ ფეხბურთელი რეალურ სამყაროში. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. საუკეთესო წყვლი ვიყავით, სანამ მწვრთნელმა არ გადაწყვიტა ჩემი სკამზე დასმა“.

რონალდინიო

„ერთად მოკლე პერიოდში ვითამაშეთ, მაგრამ გენიოსი იყო. მასთან ფეხბურთს არ ვთამაშობდი. უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი. მეტოქეებიც კი ჩერდებოდნენ და ტაშს უკრავდნენ“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

„მასზე არაფრის თქმა საჭირო არაა. თუ არ იცნობთ, საკმარისია, ეს წიგნი წაიკითხოთ“.

სათადარიგო შემადგენლობა:

ჟულიო სეზარი

„ტექნიკურად ძალიან ძლიერი იყო და თავისუფლად შეეძლო მეკარის გარდა სხვა პოზიციაზე თამაშიც“.

ფაბიო კანავარო

„როდესაც თავს იცავდა, ერთადერთ რამეზე იყო კონცენტრირებული: არ გავატანინებ“.

ანდრეს ინიესტა

„მისტერ მაგია. მიეცი ბურთი და ის იფიქრებს“.

ჯენარო გატუზო

„შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო არ იყო, მაგრამ 200%-ით იხარჯებოდა“.

კლარენს ზეედორფი

„იცოდა ყველაფრის გაკეთება: დრიბლინგი, დარტყმა, ნამდვილად სრულყოფილი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114232