სხვა

16:41 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

დასრულდა 2018 წლის გრან პრის სერიის ეტაპები ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში, რომელიც აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, საერთაშორისო საციგურაო კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

იუნიორთა შორის შვიდი და სენიორთა შორის ექვსი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაირკვა იმ საუკეთესო ექვსეულების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გრან პრის ფინალურ ეტაპზე. აღნიშნული ტურნირი 6-დან 9 დეკემბრის ჩათვლით კანადის ოლიმპიურ ქალაქ ვანკუვერში გაიმართება.
ფინალში გამარჯვებისათვის 10 ქვეყნის 6-6 ყველაზე მაღალ რეიტინგული მოციგურავე, ერთეულთა და წყვილთა კატეგორიებში იბრძოლებს. მათ შორის არიან ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები.
პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, ფინალში, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში იასპარეზებენ ქართველი მოციგურავეები მარიამ კაზაკოვა და გიორგი რევია. მათ ორ ეტაპზე მოპოვებული ვერცხლის მედლებით ფინალის საგზური ამერიკელ, კანადელ და რუს სპორტულ მოცეკვავე წყვილებთან ერთად მოიპოვეს.

0.114074