ზაზა ფაჩულიამ "დეტროიტში" თავის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. "დეტროიტმა" შინ "ფინიქსი" 118:107 დაამარცხა. ზაზამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა გუნდს 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "პისტონსმა" 35:23 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა ქულა ბუკერმა ჩააგდო. "დეტროიტში" 19 ქულით და 16 მოხსნით ანდრე დრამონდი გამოირჩა.
"დეტროიტი" 10 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები შინ "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდებია. მატჩი 28 ნოემბერს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.