ფეხბურთი

1:29 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სევილია“ ისევ გალიდერდა

„სევილიამ,“ შაბათს „ბარსელონას“ „ატლეტიკოსთან“ წაფორხილებით ისარგებლა, „ვალიადოლიდს“ ანდრე სილვას გოლით მოუგო და პრიმერას ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, ანდალუსიელები წლეულს პირველად არ პირველობენ. „სევილია“ ცხრილის თავში იყო პირველ და მერვე ტურებშიც.

კვირას კი, „სანჩეს პისხუანზე,“ წყვილის ფავორიტს იოლი მატჩი არ ჰქონია. ინტრიგა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო, თუმცა სტუმრები სევილიელებს საკუთარ საჯარიმოში არ უშვებდნენ. მაგრამ, ნახევარი საათის თავზე, პაბლო მაჩინის შეგირდებმა თავისი მაინც გაიტანეს. პაბლო სარაბიამ ფრთაზე ოპონენტი მოატყუა, შორეულ ძელთან ჩაჰკიდა და იქ ანდრე სილვამ ყველას აჯობა.

თითქმის ორი თვე „დუმდა“ პორტუგალიელი შემტევი და აი, საჭირო მომენტში თავისიანები არ დააღალატა. მეორე ნახევარში უფრო გახსნილი თამაში გაჩაღდა. ორივე გუნდს შეეძლო გატანა, მაგრამ მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-13 ტური. 25 ნოემბერი

სევილია - ვალიადოლიდი 1:0

სევილია. „სანჩეს პისხუანი.“ 34 064

1:0 ანდრე სილვა (30)

სევილია: ვაცლიკი, კიაერი, კარიშუ, ესკუდერო, ალექსის ვიდალი, გომესი, ბანეგა (ვასკესი 73), სარაბია (პრომესი 88), მესა, ბენ-იედერი, ანდრე სილვა (ამადუ 82)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ვალიადოლიდი: მასიპი, ანტონიტო, მარტინესი, კალერო, ბორხა ფერნანდესი, მიჩელი, ალკარასი (უნალი 58), ხოაკინ ფერნანდესი, ტონი სუარესი (ლეონარდო სუარესი 84), ჩოპი (ვერდე 70), პლანო

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: ესკუდერო (39), კარიშუ (64), ვიდალი (81); ანტონიტო (21), ბორხა ფერნანდესი (87), ხოაკინ ფერნანდესი (90)

ატლეტიკი - ხეტაფე 1:1

1:0 ნოლასკოაინი (67), 1:1 ხაიმე მატა (77)

ესპანიოლი - ჟირონა 1:3

0:1, 0:2 სტუანი (4, 6), 1:2 იგლესიასი (74), 1:3 დუმბია (90)

ვილიარეალი - ბეტისი 2:1

1:0 მორენო (52), 2:0 ჩუკვუეზე (54), 2:1 ლე სელსო (90)

0.127932