საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა თად მაკფადენმა ესპანურ ლიგა ენდესაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და სანაკრებო პაუზის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.
მაკფადენის “იბეროსტარ ტენერიფემ” სტუმრად “სან ბაბლო ბურგოსთან” 68:79 წააგო, ამერიკელმა უკანახაზელმა კი 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
თადი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:25 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელებს 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “ბარსელონასთან” გამართავენ.