ფეხბურთი

18:04 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ რაფინია მძიმედ დაუშავდა

ესპანეთის პრიმერას მე-13 ტურის მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ (1:1), „ბარსელონას“ შუახაზელმა, რაფინიამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, გვამცნობს კატალონიური კლუბის ვებ-გვერდი.

ექიმების თქმით, 25 წლის ბრზილიელს სამკურნალოდ და აღსადგენად დაახლოებით 6-8 თვე დასჭირდება.

რაფინია „ბარსელონაში“ 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს. (2017/18 სეზონის გარდა, როცა ის იტალიური „ინტერისთვის“ ირჯებოდა). წლევანდელ სეზონში კი კატალონიური კლუბის მაისურა ხუთ მატჩში მოირგო.

0.115734