ერთდღიანი შესვენების შემდეგ, სლოვენიურ ბლედში დღეს განახლდება მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის.
6 ტურის თავზე, 50+ ღია პირველობას 5.0 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის გიორგი ბაღათუროვი (2417), ზურაბ სტურუა (2529) და შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტიც (2373) იმყოფებიან. მე-7 ტურში საინტერესო იქნება არახამია-გრანტისა და ბაღათუროვის პარტია.
50+ ქალბატონებში ქართველებს არცთუ კარგი შედეგები აქვთ: გიული ალიხანაშვილი (1816) 3.0 ქულით მეთოთხმეტეა, ხოლო ციალა ქასოშვილი (2029) 2.5 ქულით – მეთხუთმეტე.
65+ ღია პირველობაზე ვარლამ ვეფხვიშვილი (2073) 4.0 ქულით 23-ეა, 65+ ქალებში კი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი (2301) 4.0 ქულით მესამე გახლავთ, თამარ ხმიადაშვილი (2010) 3.5 ქულით – მერვე.