„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა შესაძლოა დამდეგი სეზონიდან ტურინის „იუვენტუსის“ კარის სადარაჯოზე ვიხილოთ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ესპანელი მეკარე, რომელსაც ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
მისი აგენტი ჟორჟე მენდეში კი ტურინელებთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა და მოლაპარაკებებს დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე იწყებს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში დე ხეა „იუვეს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას მენდეშის ორი კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ და ჟოაუ კანსელუ უკვე იცავენ.
გარდა ამისა, ტურინელებს უკავშირებენ რუბენ ნევეშსა და ხამეს როდირგესს, რომელთა აგენტი ასევე პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშია.