„მანჩესტერ სიტის“ მცველი ბენჟამინ მენდი ისევ სერიოზულად დაშავდა. როგორც „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას მიმდინარე წელს ვერ შეძლებს.
მენდიმ მარცხენა მუხლზე მენისკის ოპერაცია დაახლოებით 10 დღის წინ ბარსელონაში გაიკეთა. სარეაბილიტაციო პერიოდი კი სამ თვეს გასტანს.
შეგახსენებთ, მენდის მძიმე ტრავმის გამო გასული სეზონი პრაქტიკულად მთლიანად გაუცდა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარა.