ფეხბურთი

21:02 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ალკასერი გამოისყიდა

"დორტმუნდმა" "ბარსელონასგან" ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი პაკო ალკასერი გამოისყიდა და თავდამსხმელს კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პაკო "დორტმუნდმა" მიმდინარე წლის ზაფხულში იჯარის წესით დაიმატა და "ბლაუგრანას" 2 მილიონი ევრო გადაუხადა. წინასწარი შეთანხმებით გერმანელებს უფლება ჰქონდათ "ბარსელონას" თანხმობით ალკასერი 23 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოესყიდათ. "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ პაკომ რვა მატჩში ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

0.110108