ფეხბურთი

3:15 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლაზე ალაპარაკდა

ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით მოსკოვის „სპარტაკს“ დატოვებს. აღნიშნულ ცნობას რუსული გამოცემა Championat.com-ი ავრცელებს.

ხსენებულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც „სპატაკის“ უახლოეს სატრანსფერო გეგმებს დაეთმო და ჯანო წამსვლელთა სიაში მოხვდა.

გამოცემის აზრით, „სახალხო გუნდმა“ ანანიძე „როსტოვს“ 21 წლის ნახევარმცველ აიაზ გულიევში უნდა გაუცვალოს:

„ჯანო 70%-ით გუნდს დატოვებს. ბოლო წელიწადნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა „სპარტაკში“ მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. კონტრაქტი კი 2021 წლის სეზონის ბოლომდეა გაფორმებული. ასეთ სიტუაციაში ლოგიკურია, რომ ჯანო აიაზ გულიევში გაიცვალოს, რომლის შეძენის პრიორიტეტი „სპარტაკს“ აქვს.

პირველ რიგში, გულიევი ახალგაზრდა და კრეატიული ნახევარმცველი. მეორეც, ჯანო ლიდერი იყო „როსტოვში“ და რუსეთის თასი მოიგო. მესამეც, ქართველ ნახევარმცველს „სპარტაკში“ უბრალოდ არ უმართლებს“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან მოყოლებული თამაშობს. 2013-2014 წლების სეზონი კი, იჯარით „როსტოვში“ გაატარა და შეიძლება ითქვას, ეს მის კარიერაში საუკეთესო პერიოდიც იყო.

ჯანომ როსტოველთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და რუსეთის თასიც მოიგო.

0.130852