ფეხბურთი

22:55 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სმოლინგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკება დაიწყო

ინგლისელმა მცველმა კრის სმოლინგმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sports-მა გაავრცელა. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია მხარეების პოზიცია.

უკვე ცნობილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებას დავიდ დე ხეასთან, ეშლი იანგთან, ხუან მატასთან და ანდერ ერერასთან აწარმოებს. აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, 2019 წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი ანტონიო ვალენსიას, ფილ ჯოუნსს, ანდრეს პერეირას და მატეო დარმიანის უმთავრდებათ, თუმცა ინგლისური გრანდი ინიციატივას არ იჩენს და დიდი ალბათობით მოთამაშეები გუნდს დატოვებენ.

სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2010 წელს "ფულჰემიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში კრისი 14 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.115903